თბილისი. „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის პრაქტიკანტები „ხელი ხელს“ სერვისით მოსარგებლეებსა და პერსონალს შეხვდნენ.
პრაქტიკანტებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპების შინაარსი, თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მისაწვდომობა და შშმ ბავშვთა უფლებები. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მხარდაჭერით, ორგანიზაციების - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP-Tbilisi) - მიერ.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)