en
ge

განცხადება ქართველი მოდელების შრომითი პირობების შესახებ

განცხადება ქართველი მოდელების შრომითი პირობების შესახებ

თბილისი. ქალთა მოძრაობა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი მოდელების გაუსაძლისი შრომითი პირობების შესახებ და სოლიდარობას უცხადებენ ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა და უგულებელყოფა, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროში საქმიანობა სტანდარტული შრომითი საქმიანობაა, რაც გულისხმობს დასაქმებულთა აღნიშნულ კატეგორიაზე შრომის კანონმდებლობის სრულად გავრცელებას, ფაქტია, რომ საქართველოში მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი: მათ ძირითად ნაწილს არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები და მუშაობენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში კი - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

...მიგვაჩნია, რომ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას. აუცილებელია, აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და სფეროში შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე მკაცრი ზედამხედველობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ქალთა მოძრაობის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)