თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მიხედვით, ნამახვანის ხელშეკრულებით მთავრობამ დათმო სახელმწიფოებრივი ინტერესები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას უსვამს ხაზს, რაც ხელშეკრულების გასაჯაროებისთანავე ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და რაც აჩვენებს ხელშეკრულებით სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესების უკიდურეს დაუბალანსებელობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს, უკიდურესად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყონებლივ გასაჯაროვდეს:
„ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;
პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)