en
ge

მოსამართლეთა შერჩევა თვითნებური და უსამართლოა

მოსამართლეთა შერჩევა თვითნებური და უსამართლოა

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს.

„მრავალი წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობებისა და კრიტიკის პირობებში ახორციელებს საქმიანობას. შედეგად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუდმივად წარმოშობს კითხვის ნიშნებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გავლენებისგან თავისუფლების კუთხით. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ რეფორმის რამდენიმე ტალღისა და მუდმივი საკანონმდებლო/ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, სასამართლომ ვერ მოახერხა, საზოგადოების მხრიდან აღქმული ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელ და სამართლიან ინსტიტუციად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამგვარ მოცემულობაში წარიმართა.

პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებებისა და გაჯანსაღების გარეშე, სასამართლოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი (განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დანიშვნები) უნდობლობის, კორპორატივიზმისა და კლანური ძალაუფლების განმტკიცების წრეზე სიარულია“, ნათქვამია განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: www.coalition.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023