თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, დასრულდა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მეცნიერების სამუშაოები აჭარაში და სრულად დამუშავდა, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მასობრივი სამარხი №6.
„IDFI-ის კვლევის თანახმად, აჭარაში სულ დახვრიტეს 1050 ადამიანი, რომელთაგანაც 311 რუსეთის იმპერიაში შემავალი სხვა გუბერნიებიდან და ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ: მათ შორის აჭარაში დახვრიტეს - 30-მდე ეთნიკური პოლონელიც.
ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლონური მხარე დაინტერესდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ბედის გარკვევითა და მათი ეგზჰუმაციისა და შემდგომში იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებით. IPN ექსპერტები ორი კვირის განმავლობაში იკვლევდნენ სამარხს, რის შემდეგაც მათ მიაკვლიეს და ამოასვენეს 29 ნეშტი“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)