ცისკარაულების კოშკმა სოფელ ახიელში მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო „ევროპა ნოსტრა” მოიპოვა, რომელიც ევროკავშირის შემოქმედებითი ევოპის პროგრამის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
ხევსურეთში 2001 წელს რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული შუასაუკუნეების კოშკის რეაბილიტაცია განხორციელდა საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის ექსპერტებისა და მოხალისეების დახმარებით. კოშკის აღდგენასთან ერთად, აღნიშნულმა თანამშრომლობის პროექტმა ხელი შეუწყო ადგილობრივი თემის გაძლიერებას, ეკოტურიზმის განვითარებას რეგიონში და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)