en
ge

ნაფიც მსაჯულებმა არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

ნაფიც მსაჯულებმა არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ვერდიქტი გამოიტანეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი.

საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2022 წლის 24 იანვარს გავრცელდა მედიასაშუალებებში. გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით, მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებას.

დაზარალებულის ინტერესებს საია იცავდა.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)