თბილისი. „საფარის“ გუნდის წევრებმა ორგანიზაციის 2023-2025 წლების სტრატეგია და საკომუნიკაციო გეგმა განიხილეს.
ორგანიზაციის ცნობით, პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი, მათ შორის იურისტები აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან.
„შეხვედრებზე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ორგანიზაციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, დავსახეთ მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც არსებული რესურსების ეფექტიანობის გაზრდას, ისე ახალი სერვისების შემუშავებასა და დანერგვას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)