ბარბარე ჯორჯაძის სახელობის 2022 წლის პრემია, ქალთა უფლებადამცველ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელს, მარეხ მგალობლიშვილს გადაეცა.
საია ულოცავს ორგანიზაციის ერთგულ თანამშრომელს მნიშვნელოვანი პრემიის მიღებას. მარეხი წლებია საია-ს კახეთის ოფისს ხელმძღვანელობს და ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის.
პრემია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა 2021 წელს დააფუძნა და მისი მიზანია რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებადამცველების წახალისება მოხდეს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)