en
ge

ჰიბრიდული კონფერენცია: „კარგი მმართველობის ფორუმი 2022“

ჰიბრიდული კონფერენცია: „კარგი მმართველობის ფორუმი 2022“

თბილისი. 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო ჰიბრიდულ კონფერენციაზე „კარგი მმართველობის ფორუმი 2022“.

ფორუმის თემაა დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა/დაჩქარება: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები. კონფერენციის მიზანია მიმოვიხილოთ დეცენტრალიზაციის რეფორმის გლობალური ტენდეციები, კარგი პრაქტიკები და საჭიროებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, ის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დაგვეხმარება არსებული გამოწვევების გასამკლავებლად ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრინციპებისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების განსახორციელებლად.

ამ მიზნით, ღონისძიება გეგმავს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით გამართოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დეცენტრალიზაციის რეფორმა, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, მუნიციპალიტეტების გაციფრულება და ადგილობრივი სერვისების მიწოდება.

სრულად...

კონფერენციაზე დასასწრებად დარეგისტრირდით 12 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)