en
ge

თანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისი. 18 ივლისს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად მხარეები ერთად დაგეგმავენ გარკვეულ აქტივობებს, ასევე მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ინტერსექტორული სემინარები, ტრენინგები და სხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის პოპულარიზაციას. სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მეთოდოლოგიურ კონსულტაციის გაწევასაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგის პროცესში
წყარო: www.ombudsman.ge 


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)