შიდა ქართლი. ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და სახალისო ხასიათს ატარებდა. კერძოდ: მოიხატა ასფალტი, მონაწილე ბავშვების სახეები გუაშებით მოხატეს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, მოეწყო ღია აუდიტორია, სადაც გორის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერმა თემურ სამხარაძემ ინფორმაცია გაავრცელა დღევანდელი დღის შესახებ. ასევე, ღონისძიების მიმდინარეობისას, თავისი ოსტატობა აჩვენეს გორელმა პარკურისტებმა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.
აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".