en
ge

მიმდინარე პროგრამები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა
რეგიონების მიხედვით

ყველა რეგიონი

1287 ორგანიზაცია

ორგანიზაცია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები
სფეროების მიხედვით

მოიძებნა: 124 ორგანიზაცია

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა (IREX საქართველო)

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი: ეკატერინე ყუფუნია
  • მისამართი: თბილისი 0102, მარჯანიშვილის ქ.6
  • ტელეფონი: (+995 32) 291-26-08
  • ვებგვერდი: www.irex.ge
  • ელ. ფოსტა: info-georgia@irex.org
  • ნიუ იორკის კარნეგი კორპორაციის  სრული მხარდაჭერით  აირექსმა შექმნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სომხეთის, საქართველოს, ბელორუსის,უკრაინის, განის, ტანზანიისა და უგანდის განსაზღვრულ უნივერსიტეტებში ადმინისტრირების გაუმჯობესებას. პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რანგის მმართველებს, გაემგზავრონ ამერიკაში რვაკვირიანი პროგრამის ფარგლებში და იმუშაონ ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამერიკელ კოლეგასთან ერთად კონკრეტული უნივერსიტეტის რეფორმის პროექტზე. ამერიკაში ყოფნის პერიოდში პროგრამის მონაწილეებმა უნდა აწარმოონ კვლევა რომელიმე კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე. აღნიშნული კვლევა შემდგომში გამოქვეყნდება და გავრცელდება პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში)

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში)
  • მისამართი: თბილისი 0179, ჭავჭავაძის გამზირი 34
  • ტელეფონი: (995 32) 291 38 70
  • ვებგვერდი: www.coe.ge
  • ელ. ფოსტა: informtbilisi@coe.int
  • მიზნად ისახავს აღნიშნულ სფეროში მომუშავე მთავარი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას. ევროპული სტანდარტების, კერძოდ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის, დანერგვისას ევროპის საბჭო ფოკუსირდება პროფესიონალების ცოდნის ამაღლებაზე და ხელს უწყობს არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. პროექტი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს 2016-19 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას (G-MEDIA) (IREX საქართველო)

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი: მეთ შელი
  • მისამართი: თბილისი 0102, მარჯანიშვილის ქ. 6
  • ტელეფონი: (+995 32) 291-26-08
  • ვებგვერდი: www.irex.ge
  • ელ. ფოსტა: info-georgia@irex.org
  • USAID-ის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროგრამა „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა/ხარისხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ახალი და ტრადიციული პლატფორმების გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა, საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების საშუალებით, საფუძველს ჩაუყრის ქართული მედია გარემოს განვითარებას.

ღია კარის საგრანტო პროგრამა (ევროპის ფონდი)

ღია კარის საგრანტო პროგრამა (ევროპის ფონდი)
  • მისამართი: თბილისი 0179. კავსაძის 3
  • ტელეფონი: (995 32) 225 39 42, (995 32) 225 39 43
  • ვებგვერდი: www.epfound.ge
  • ელ. ფოსტა: info@epfound.ge
  • ევროპის ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საგრანტო პროექტების მეშვეობით, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე მდგომი მწვავე პრობლემები და მოიძიონ მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.

წიგნის თარგმნის პროგრამა (აშშ–ს საელჩო საქართველოში)

წიგნის თარგმნის პროგრამა  (აშშ–ს საელჩო საქართველოში)
  • მისამართი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 29
  • ტელეფონი: (995 32) 227 70 00
  • ვებგვერდი: ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/
  • ელ. ფოსტა: TbilisiGrants@state.gov
  • პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

ხელოვნება და კულტურა (ბრიტანეთის საბჭო)