აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ყოველწლიურად აქვეყნებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო სექტორის მუშაობას და გარემოს აფასებს. მათ შორის არის საქართველოს საზოგადოებრივი სექტორი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსი შვიდბალიან შკალას იყენებს, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე მაღალ, ხოლო 7 ყველაზე დაბალ მაჩვენებელს.
2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ჯამური ქულა 4.0 იყო. 2018 წლიდან 2022 წლამდე აღნიშნული ჯამური ქულა არ შეცვლილა.
სსო ინდექსი 7 მიმართულებას იკვლევს:
2022 წლის მონაცემებით ერთი პუნქტით გაუმჯობესდა სერვისების მიწოდება, ხოლო სამართლებრივი გარემოს და ფინანსური მდგრადობის კუთხით სურათი გაუარესდა, დანარჩენი მიმართულებით შედეგები, წინა წელთან შედარებით, უცვლელია.
სსო ინდექსის მონაცემების მიხედვით გაუარესებულია მარეგულირებელი სამართლებრივი გარემო. 2009 წლიდან 2020 წლამდე გარემო 3.3 ქულით იყო შეფასებული, 2021 წლიდან დაიწყო მისი გაუარესების ტენდენცია 2021 წელს 3.4, ხოლო 2022 წელს 3.5 შეადგინა.
2023 წელს განვითარებულ რამდენიმე მოვლენისა თუ საკანონმდებლო ინიციატივის ფონზე, ადვილი პროგნოზირებადია, რომ 2023 წლის შედეგები უფრო დაბალი იქნება. ამის ვარაუდის საფუძველს რამდენიმე ინიციატივა გვაძლევს. მაგალითად, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელმაც საზოგადოების თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი სსო–ების ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნა. „რუსული კანონი“ ასე უწოდა მას საზოგადოებამ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ, მოგვიანებით – საზოგადოების ვნებათაღელვის შემდგომ უკან გაიწვია. ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების მძლავრი და პერმანენტული პროტესტით მიღებული შედეგი.
მეორე კანონი, რაც გავლენას მოახდენს 2023 წლის გარემოს შეფასებაზე 2023 არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონი. 2024 წლის 1 იანვრამდე, სსო–ებს კანონთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ სარეგისტრაციო ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში იგი ხელახალი რეგისტრაციის ტოლფას პროცედურა უტოლდებოდა. ორწლიანი ვადის მიუხედავად, პროცესმა კულმინაციას ნოემბერში მიაღწია, ორგანიზაციები აქტიურად გადიოდნენ კონსულტაციებს, რათა მოესწროთ პირველ იანვრამდე ცვლილებები.
ცვლილებებისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად სსო–ები აღარ იქნებიან ვალდებული სარეგისტრაციო მონაცემები ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი დრო, ფინანსები დახარჯეს სსო–ებმა ცვლილებებისთვის.
2023 წელს რამდენიმე ისეთი ცვლილება მიიღო პარლამენტმა, რომელიც ასევე დადებით გავლენას ვერ მოახდენს მომავალ შედეგებზე. მაგალითად შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც ეუთომ უარყოფითად შეაფასა, ხოლო პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა ამ ინიციატივის ირგვლივ პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა.
ინდექსის მონაცემების მიხედვით, ერთი პუნქტით გაუარესდა სსო–ების ფინანსური მდგრადობა. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით იგი 5.0 ქულით იყო შეფასებული, 2022 წელს კი – 5.1 შეადგინა.
ამის მიზეზად ინდექსში სსო–ების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კლება და ინფლაციის ზრდა სახელდება. „აგენტების შესახებ“ კანონმა ამ მიმართულებითაც იქონია გავლენა. კერძოდ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის გაღრმავდა უნდობლობა, რამაც პრაქტიკულად ნაკლებ შესაძლებელი გახადა მომავალში სახელმწიფო დაფინანსების შესაძლებლობები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სსო–ებს, რა თქმა უნდა აქვთ, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებისგან ფინანსების მიღების შესაძლებლობა, თუმცა მთავარ გამოწვევად რჩება სსო–ების ზომა და ადგილმდებარეობა. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის კვლავ მიუღწეველია შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია - ბევრი ორგანიზაცია ერთ დონორზეა დამოკიდებული, რაც თავისთავად ორგანიზაციის მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე ახდენს გავლენას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმნიშვნელოა სხვა სექტორების მიერ სსო–ების დაფინანსების შესაძლებლობა.
გამოყენებული წყაროები და დოკუმენტები: