en
ge

1937–1938 წლების მასობრივი რეპრესიები

1937–1938 წლების მასობრივი რეპრესიები

1937 წლის 30 ივლისს სსრკ–ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის #00447 ბრძანება გამოიცა, რომელმაც არნახულ რეპრესიებს დაუდო სათავე.

1937–1938 წლების განმავლობაში და საბჭოთა ტერორის ყველა ეტაპთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანი იქნა რეპრესირებული. რეპრესიები შეეხო უბრალო მოქალაქეებს, გლეხებს, ასე ვთქვათ „კულაკებს“, სასულიერო პირებს, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, მწერლებს მხატვრებს, პოეტებს.

რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. მიახლოებითი მონაცემები ასეთია: მინიმუმ 1.6 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, 700 000-ზე მეტ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. xსაქართველოში 29 ათასზე მეტი ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი, მათი ნახევარი გადაასახლეს, ნახევარი კი დახვრიტეს. 

ეგრეთ წოდებულმა „ტროიკამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო საქმეების განხილვა, რომელიც ელემენტარული სასამართლო პროცედურების გარეშე წყვეტდა ადამიანის ბედს. 

რონდელის ფონდის ჟურნალში – „ჩემ სამყაროში“ გადმოცემულია ერთი კონკრეტული დღის ისტორია – „1937 წლის 21 დეკემბერს სამეულმა 350 ადამიანი გაასამართლა, აქედან პირველი კატეგორიით – 102, ხოლო მეორე კატეგორიით – 248 ადამიანი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სამეულის წევრებმა 24-საათიანი მუშაობის შემთხვევაში (რაც, რასაკვრიველია, შეუძლებელი იყო) ადამიანის ბედის გადაწყვეტაზე საშუალოდ 4 წუთი და11 წამი დახარჯეს“ 

გახსოვდეს ისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები