26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა!
„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ – დამოუკიდებლობის აქტი, 1918 წლის 26 მაისი. საბჭოთა რუსეთმა ოკუპაციით შეაჩერა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალში.
მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
დამოუკიდებლობას გაფრთხილება სჭირდება, #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია