en
ge

აქტივიზმი პროფესია არ არის

აქტივიზმი პროფესია არ არის

სამოქალაქო აქტივიზმი ეს არის მოქალაქეთა ან ინდივიდის ქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი ინტერესების ამსახველი ცვლილებებისაკენ. აქტივისტები ცდილობენ შეცვალონ ადამიანის ცხოვრება და საზოგადოება უკეთესობისკენ, მიიღონ და გააზიარონ ცოდნა, გამართონ სხვადასხვა ტიპის, თემატიკის აქციები – მაგალითად ეკოლოგიური ან უფლებების დამცავი და ა.შ. საქართველოში აქტივზმს, რატომღაც მხოლოდ, პოიტიკურ აქციებთან და მოძრაობებთან აიგივებენ, არადა აქტივისტების საქმიანობა გაცილების მრავალფეროვანია.

მაგალითად აქტივისტები:

ზრუნავენ ცხოველთა უფლებებისთვის – ეწინააღმდეგებიან ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობას, აპურებენ მიუსაფარ ცხოველებს, აწყობენ მათთვის თავშესაფრებს.

ზრუნავენ გარემოზე – ასუფთავებენ, ზომავენ წყლის, საკვების, ჰაერის ხარისხს, ეწინააღმდეგებიან ბუნებაში ადამიანის არასათანადო ჩარევას.

ზრუნავენ სამოქალაქო უფლებების დაცვაზე – მხარს უჭერენ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და თანასწორობას. ეწინააღმდეგებიან დისკრიმინაციას და ა.შ.

ზრუნავენ სოციალური სამართლიანობისთვის – სამართლიანი ხელფასის და პენსიის, სათანადო სამუშაო პირობების, ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებისთვის და ა.შ.

ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე – ჯანმრთელობის, განათლების ხელმისაწვდომობისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და ა.შ.

თუ ფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები საჭიროა და შეგიძლია, ნუ დაელოდები სხვას, დაიწყე თუნდაც დღეს. გახდი სხვებისთვის მისაბაძი!!! 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია


მსგავსი პოსტები