en
ge

აკაკი ბაქრაძე – საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას

აკაკი ბაქრაძე – საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას

XX საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდნენ, აკაკი ბაქრაძე, იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრობდა და წერდა.

80-იანი წლებიდან მის ლექციებზე დასწრების მსურველებს, აუდიტორიები ვერ იტევდა.

აკაკი ბაქრაძე, ლექციებით და მდიდარი პუბლიკაციებით, ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რუსეთის სახე.

„გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? „მე გშობე, მევე უნდა მოგკლა“. რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა... რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, არამედ იმპერიის საზღვრებს აფართოებდა. ამას უტყუარად ადასტურებს ის პოლიტიკა, რომელსაც მე-19 საუკუნეში რუსეთი ატარებდა საქართველოში. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხის სულიერი, ეთნიკური და რელიგიური დაშლა ერქვა სახელად. იგი მეტად ინტენსიურად მიმდინარეობდა. ... ვისაც მართლა აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი, იმან ეს კარგად იცის.

... ასე, რომ „მეგობარი“ რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს - მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.

... საქართველოს წინ სრულიად სხვა მიზანი და ამოცანა დგას. ეს მიზანი და ამოცანა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის მიზანი და ამოცანაა, რომელსაც არ სურს სხვისი დამონება და არც ის უნდა, რომ თავად იყოს სხვისი ყურმოჭრილი ყმა“. 

1998 წელი 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები