5G და კორონა? (X)
ნუთუ გვჩიპავენ? (X)
სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ხშირად შეხვდებით აქტუალურ, საჭირბოროტო თემებზე სტატიებს, დისკუსიებსა თუ უბრალოდ ფოტო/ვიდეო მასალას. რომელიც შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. მეტიც, ის დეზინფორმაცია და ხელოვნურად შექმნილი ფოტო/ვიდეო მანიპულაცია იყოს.
მითების დეტექტორი მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალია, სადაც შენ შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა კვლევებს, მიიღო ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს პროპაგანდის უკან, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ყალბი გვერდებისა და ტროლების მიერ გავრცელებული ამბები და ასევე გადაამოწმო შეესაბამება თუ არა სიმართლეს რამდენიმე წუთის წინ წაკითხული შოკისმომგვრელი ამბავი.
არა, არ გვჩიპავენ
არც 5G ანტენა ასხივებს კორონავირუსს
არ გახდე დეზინფორმაციის მსხვერპლი
#ესქვეყანაშენია