en
ge

ბარიერები

ბარიერები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ჯერ ისევ ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდია ”ეიდისი" უკვე 22 წელია სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებსა და უფლებებს იცავს.

ორგანიზაცია მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების ქვეპროგრამას ახორციელებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისი სპეციფიკით, პროგრამა გამორჩეულია სხვა სერვისებიდან და განკუთვნილია ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისთვის, რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

ორგანიზაცია გვიზიარებს მოსაზრებას თუ როგორ უნდა იყოს ინკლუზიური გარემო:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო აქტები უნდა აძლევდეს საკუთარი აზრის გამოხატვის, განათლების, დასაქმების, თვითრეალიზების და სოციალიზაციის საშუალებას.
  • ყველა ადამიანს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაც პერიოდულად სჭირდება დახმარება. მაგრამ სანამ დაეხმარები აუცილებლად ჰკითხეთ, შესაძლოა მას მარტო ყოფნა, ან პრობლემის დამოუკიდებლად დაძლევა სურს.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, უამრავი სხვა ბავშვის მსგავსად განსხვავებული ხასიათითა და ნიშან–თვისებით გამოირჩევა. ნუ ჩათვლით გმირობად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვის სურვილს – ეს მათი უფლებაა.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ქვეყნის მომავალია – ეს საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს. ისინი ისევე უნდა ემსახურონ ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ მდგრადობას, როგორც ყველა მათი თანატოლ

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები