en
ge

ძლიერი ქალები: კატო მიქელაძე

ძლიერი ქალები: კატო მიქელაძე


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

იმ ქალების, ვინც უშიშრად იბრძოდნენ სწავლის, მუშაობის, ხმის მიცემის, და სხვა ბევრი უფლებისა და თანასწორობის მოსაპოვებლად. 

და ჯერ კიდევ 100 წლის წინ, საქართველოში არსებობდნენ ქალები, რომლებიც იმდროინდელი მძიმე ისტორიული კონტექსტის პირობებშიც კი იბრძოდნენ ქალთა თანასწორობისა და ემანსიპაციისთვის.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კატო მიქელაძე - ფემინისტი ქალი, პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის.

მისი თაოსნობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა.

ასევე, მან გამოსცა და თავათვე რედაქტორობდა გაზეთს - "ხმა ქართველი ქალისა.’ ამ გაზეთის დაარსებით, მან ბევრ ნიჭიერ ქალს შეუწყო ხელი თვითრეალიზაციაში.

კატომ ცხინვალში ცხოვრების დროს, დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე, დადგა უფასო წარმოდგენები, ხოლო ქუთაისში, აქტიურად ასწავლიდა ფრანგულ ენას.

ასევე, თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთთან (‘ბრძოლა’, ‘სოც.დემოკრატები’) და ანონიმურად აქვეყნებდა ფემინისტურ პუბლიკაციებს, თუმცა მისი ტექსტების ამოცნობა შესაძლებელია.

საინტერესოა,კატოს სიტყვა(დაბეჭდილია ‘ხმა ქართველი ქალისაში’), რომელიც უნდა წარმოეთქვა 1917 წლის 20 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე, მაგრამ აკაკი ჩხენკელმა მას უფლება არ მისცა.

2013 წლიდან, არსებობს კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც დააწესა "ქალთა ფონდმა საქართველოში", რათა ხაზი გაესვას იმ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველ ფემინისტ ქალებს და უფლებადამცველებს გააჩნიათ.

ამჟამად, csogeorgia-ს მონაცემებით, საქართველოში 95 ორგანიზაცია მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დასაცავად.

* ფოტო აღებულია პარლამენტის ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა - 'ივერიელიდან' *



მსგავსი პოსტები