სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი 2005 წლიდან მუშაობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების, ახალგაზრდული საკითხების, არაფორმალური განათლების, ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრების მიმართულებით სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათი ბენეფიციარი საქართველოს ყველა მოქალაქეა – ერთად მუშაობა და განათლება ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა.