en
ge

გადაიაზრე ნიკო ნიკოლაძის სიტყვები, სანამ გააზიარებ

გადაიაზრე ნიკო ნიკოლაძის სიტყვები, სანამ გააზიარებ

"ჩვენს ხალხს და საზოგადოებას ერთი ჩინებული და მოსაწონარი ღირსება აქვს: ის, რომ ჩვენში ტრაბახობას და კუდაბზიკობას მოკლე ფეხი აბია, საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ჩვენში თითქმის არავინ არ მალავს ჩვენი ქვეყნის ნაკლულევანებას. 

ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენს ერთის მშვენიერს დილას ზეციდან ჩამოგვიფრინდება, ისე რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი მოქმედება, ამ მხრით, სწორედ იმ ვაჭრის საქმეს ჩამოგავს, რომელსაც ლატარეის ბილეთი უყიდია, და ჰგონია, რომ დღეის იქთ მე არც ჯაფა და არც წვალება მჭირიაო, თავი რისთვის შევიწუხოო, დღეს თუ არა ხვალ ხომ მაინც უნდა მოვიგო ორასი ათასი მანეთიო. და რაკი ის ამ უცნაურ მოგებას პირდაღებული შეჩერებია, მისი ვაჭრობა ეცემა, მისი სერმია იღუპება და მისი მეზობლები კი ძლიერდებიან და მდიდრდებიან მისი მუშტრის გადაბირვით. ჩვენ ამნაირად შევჩერებივართ ერთს უცნაურ იმედს, თითქო ჯადოს, და ველით, როდის იქნება, რომ ყველა ჩვენი განსაცელი აგვაცილოს იმან თავიდან და მოგვავლინოს სამოთხის ბედნიერება თავისი ზღაპრული სულის ჩაბერვით..."

მსგავსი პოსტები