en
ge

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს ბავშვების მიმართ ზრუნვის აუცილებლობას, მათი ჯანმრთელობის, განათლების და სიცოცხლისთვის სათანადო პირობების შექმნას, ძალადობისა და ომისაგან დაცვას... 

პუტინის ომს უკრაინაში უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით ქალი და ბავშვი ლტოვილად იქცა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს - 7,5 მილიონ ბავშვს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია. 

ყველა ბავშვს ვუსურვებთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას, განსაკუთრებით უკრაინელ ბავშვებს, რომლებმაც მშობლიური ქვეყანა იძულებით დატოვეს, ან ისევ სარდაფებში ემალებიან რუსეთის აგრესიას... ვუსურვებთ, საკუთარ ქვეყანაში, სახლებში, სკოლებში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოში მალე დაბრუნებას...

მსგავსი პოსტები