en
ge

გაიცანით აქტივისტები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის პერიოდს იკვლევენ

გაიცანით აქტივისტები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის პერიოდს იკვლევენ

რა დავკარგეთ 1921 წლის 25 თებერვალს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს პოდკასტის ყველა ეპიზოდი, რომელიც „სტუდია გეორგიკაში“ იქმნება. სტუდენტების პატარა სამეგობრო წრემ რთული, მაგრამ სასარგებლო საქმიანობა დაისახა მიზნად – საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიან ისტორიას, გამოცდილებას მოუყარონ თავი.

მათ იციან, რომ ადვილი არაა, რადგან საქართველოს სამწლიან ცხოვრებაზე მასალები მწირია, შესაბამისად თანამედროვე საზოგადოებას ჯერ კიდევ ნაკლები ინფორმაცია აქვს რა ხდებოდა 100 წლის წინათ, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს „დამფუძნებელმა მამებმა“ და რა წაგვართვა საბჭოთა რეჟიმმა. მით უმეტეს, რომ ამ ისტორიულ ამბებზე ხშირად მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. სასკოლო პროგრამები კი ჯერჯერობით, ამ ეპოქის შესახებ, სრულ სურათს ვერ სთავაზობს მოსწავლეებს.

„სტუდია გეორგიკას“ წევრები თვლიან, რომ 100 წლიანი ისტორიის გააზრება მომავლის ხედვისთვის მნიშვნელოვანია. 

„De re publica“ (Podcast De re publica) – ასე ჰქვია სოციალური ქსელში შექმნილ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით, პოდკასტების სერიას და ეპიზოდებს აერთიანებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოსმენა. სწორედ ეს პროექტი გახდა კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ ერთ–ერთი გამარჯვებული.

მსგავსი პოსტები