en
ge

გენერალი მაზნიაშვილი

გენერალი მაზნიაშვილი

„გენერალი მაზნიაშვილი მამაცი კაცია. მაგრამ თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ესაა მისი ნაკლი, მოჭარბებული სიმამაცე. ... ხშირად მოქცეულა ისე, რომ შეიძლებოდა თავი წაეგო და ხელიდან გამოგვცლოდა ისეთი კაცი, რომლის დაკარგვაც დიდ ზიანს მოგვიტანდა“, ასე წერდა გიორგი კვინიტაძე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შესახებ.

საბჭოთა დიდი ტერორის დროს გენერალი მაზნიაშვილი და მისი ვაჟი დახვრიტეს.

გიორგი მაზნიაშვილი, მამის მსგავსად, სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, იუნკრების სასწავლებლის დამთავრების შემდეგ არმიაში დაიწყო სამსახური.

პირველი რესპუბლიკის დროს, იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, 1921 წელს მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს წითელი არმიის წინააღმდეგ. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი, ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ გენერლის და პირველი რესპუბლიკის უამრავი მოქალაქის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... თავგანწირული და აქტიური ბრძოლის მიუხედავად, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და ეროვნულ ძალებს სხვადასხვა მიმართულებით შეუტია. გენერალს, თბილისდან ბათუმამდე რამდენიმე ბრძოლის წარმოებაც მოუწია. ბათუმში ჩასულს სურათი შეცვლილი დახვდა – გენერალმა მაზნიაშვილმა, თანამებრძოლებთან და ათეულობით მოხალისესთან ერთად, თურქები ქალაქიდან განდევნა. იგი ემიგრაციაში აღარ წასულა.

1923 წელს, საბჭოთა რეჟიმმა აღმოაჩინა „სამხედრო ცენტრი“. ამ საქმეზე გენერალი მაზნიაშვილიც დააპატიმრა და საქართველოდან გააძევა. დევნილი გენერალი, ემიგრაციაში ვერ გაჩერდა და საქართველოში დაბრუნდა. მშობლიურ სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 წელს, საბჭოთა დიდი ტერორის დროს, გენერალი და მისი შვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

#გახსოვდესისტორია,რადგენ #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები