ჩვენს გარშემო, შესაძლოა, მოულოდნელად წარმოიშვას კონფლიქტები, უთანხმოებები, დაირღვას ჩვენი უფლებები. მათი მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს:
ეს არის იმ საკითხების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად კანონის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
სასამართლო სწორედ ის ადგილია, სადაც დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, მშვიდობიანად და კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
მოსამართლე კი, შესაბამისი განათლების მქონე პირია, რომელმაც ფიცი დადო, რომ დაიცავს კანონის უზენაესობას და განმარტავს რას ამბობს კანონი – დაირღვა თუ არა ის, და როგორ აგებს დამრღვევი კანონის წინაშე პასუხს.
როგორი უნდა იყოს სასამართლო და მოსამართლე, რომ ჩვენი უფლებები დაიცვას?
იმისთვის, რომ სასამართლომ დაიცვას ჩვენი უფლებები, იგი უნდა იყოს:
ჯერ კიდევ სოკრატე წერდა, რომ მოსამართლემ 4 როლი უნდა შეასრულოს: მოისმინოს თავაზიანად, უპასუხოს ბძნულად, განსაჯოს ფრთხილად და გადაწყვიტოს სამართლიანად.
წყარო: coalition.ge