en
ge

გეცნოთ საქართველოს პარლამენტთან მდებარე ქანდაკება?

გეცნოთ საქართველოს პარლამენტთან მდებარე ქანდაკება?

ისინი ბრიტანელი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე ოლივერი და მისი და - მარჯორი უორდროპები არიან.

დიდია მათი ღვაწლი ევროპის ქვეყნებში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტები: ლონდონში ოლივერ უორდროპის ავტორობით გამოიცა წიგნი „საქართველოს სამეფო“, ასევე სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე სიცრუისა“-ს ინგლისური თარგმანი კომენტარებით.

დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის „ქართული ხალხური ზღაპრები.

მარჯორიმ ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა მისი „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნის ნებართვას.

განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებულმა ვეფხისტყაოსნის პროზაულმა თარგმანმა, რომელიც დის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წელს გამოაქვეყნა ჯონ ოლივერ უორდროპმა. ოლივერმა ასევე თარგმნა და გამოსცა გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლისდება“, „ვისრამიანი“

1930 წელს ოლივერმა ცნობილ ინგლისელ ისტორიკოსთან უ. ალენთან ერთად, ინგლისში დააარსა „საქართველოს საისტორიო საზოგადოება“. ასევე გამოსცა ჟურნალი „Georgica”.

და-ძმა უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურულ მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. უორდროპების ძალისხმევით შეიქმნა ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ევროპაში.

მედეა აბაშიძე იხსენებს: „მარჯორის სახლში რომ შევედი, თავი საქართველოში მეგონა, რადგან მას ჰქონდა უამრავი წიგნი საქართველოზე, თამარის ხატი, შოთა რუსთაველის ფრესკის რეპროდუქცია, წმ. ნინოს ხატი და კიდევ სხვა ბევრი ქართული ნივთი.


მსგავსი პოსტები