en
ge

გსმენიათ საზოგადოება უღელის შესახებ?

გსმენიათ საზოგადოება უღელის შესახებ?

სატესტო სატესტო

#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

თერგდალეულთა მოღვაწეობა არაერთი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შთაგონების წყარო გახდა.

1873 წელს, ჟენევაში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა - "უღელი" შექმნეს. მათ მიზნად დაისახეს ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შესწავლა და მოწინავე იდეების გავრცელება საქართველოში.

მოძრაობა "უღელმა" პირველად დააყენა დღის წესრიგში კავკასიის ფედერაციის შექმნის იდეა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ვერაფრით მოხერხდა. 

მათ მოღვაწეობაში განსაკუთრებული მოვლენა იყო ე.წ. "ჟენევის კონგრესი", რომელიც 1874 წელს ამიერკავკასიელ, რუს ემიგრანტ რევოლუციონერთა და ევროპულ მოღვაწეთა მონაწილეობით იქნა მოწვეული. კონგრესმა ერთგვარი გარდამტეხი როლი შეასრულა მოძრაობის მომავლის განსაზღვრის პროცესში. 

ამ მოძრაობის წევრები და სულის ჩამდგმელები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ მათ გვერდით იყვნენ ისეთი წარჩინებული ქალები: ოლღა გურამიშვილი, კატო მიქელაძე და სხვები.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოძრაობა, სადაც ქალები წარმოადგენდნენ უდიდეს ძალას, რაც თავისთავად მეტყველებს "უღელის" ევროპული საწყისებზე.


მსგავსი პოსტები