en
ge

რა გსმენიათ გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის შესახებ?

რა გსმენიათ გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობის შესახებ?

ის საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა.

1921 წელს, გელათში, მესამე საეკლესიო კრებაზე გადაწყდა გერმანიაში სასწავლებლად მისი გაგზავნა. მრავალგზის ცდის მიუხედავად, იგი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში.

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მას პასპორტი არ მისცა – „რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა, რისთვის? რატომ არ მიშვებენ სახლში, რა დავაშავე?''...

მან სამუდამოდ დაუკავშირა ბედი ევროპას. ბერად აღიკვეცა და თავისი ცხოვრება ევროპის მრავალ ქვეყანაში ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ კვლევებსა და ხელნაწერების ძიებას მიუძღვნა.

II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს. ის შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.

მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი, მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში…

„მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება“, წერდა დიდი ჰუმანისტი გრიგოლ ფერაძე.

'მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, დროსთან, თავის თავთან.…

მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას;

მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას.

ესაა შინაარსი ჩვენი სიტყვისა – მოქალაქეობა.

მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თავისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად“.

მსგავსი პოსტები