ჩვენს ქვეყანაში იყვნენ ქალები, რომლებიც იბრძოდნენ ქალთა თანასწორობისათვის.
ასეთი ქალი იყო კატო მიქელაძე - ფემინისტი, პუბლიცისტი და პოეტი, რომელიც ევროპაში სწავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად დაიწყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა. 1917-1918 წლებში მან რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბა. გამოსცა ქართული გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” და ამ გზით მან ბევრ ნიჭიერ ქალს შეუწყო ხელი.
ცხინვალში ცხოვრების დროს, დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე, დადგა უფასო წარმოდგენები, ხოლო ქუთაისში აქტიურად ასწავლიდა ფრანგულ ენას.
გვახსოვდეს – ქალთა მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
და საზოგადოების თითოეულმა წევრმა, აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის!
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია