ონკოლოგიური დაავადებები და სტიგმები, შიშის დაძლევის გზები, საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა ონკო პაციენტებში - არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰოუფი" სწორედ ამ მიმართულებებით მუშაობს და ის თავად ონკო პაციენტებმა დააარსეს. ორგანიზაცია მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ადამიანური გამოცდილების გაზიარებას და სიცოცხლისთვის ბრძოლის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა ონკოლოგიური დაავადებების მიმართ არსებული სტიგმების დაძლევაში ძალიან მნიშვნელოვანია!
#პაციენტებიპაციენტებისთვის #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია