"პეპლის ეფექტს" ხშირად ვიყენებ როგორც ტერმინს და მჯერა, რომ პატარ-პატარა, ძნელად შესამჩნევი ქმედებებით გამოწვეული ცვლილებების მასშტაბი შესაძლოა გრანდიოზული იყოს. სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაც მსგავსად მუშაობს. ჩვენი გარემო საკმაოდ დაბინძურებულია, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე ინფორმაციულად, ამიტომ, მეტი მზრუნველობის გამოჩენა არასდროს იქნება ზედმეტი, როგორც საკუთარი თავის, ასევე, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ეს ორგანული პროცესია და მარტივად გადამდებია. როგორც დაინა ვაშინგტონი ამბობს თავის სიმღერაში - "რა ფასი აქვს სიყვარულს, რომელიც არ ზიარდება?"(What good is love that no one shares?) ბევრს არ ვილაპარაკებ. ვიმედოვნებ, რომ ერთ ჭიქა წყალს მაინც დალევთ ამ პატარა აბზაცის შემდეგ და გვერდზე მყოფსაც შესთავაზებთ."
ქეთი ბზიკაძე, 29 წლის, საქართველოს მოქალაქე
#ესქვეყანაშენია #გაიზიარეპასუხისმგებლობა