გსმენია გურიის სამოქალაქო ცენტრის შესახებ?
გურიის სამოქალაქო ცენტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის, მდგრადი ურბანული განვითარების, საზოგადოებრივი სივრცეების დაცვისა და განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით.
ორგანიზაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივიზმს, სათემო და ინტერესთა ჯგუფების გაძლიერებას.
მათი საქმიანობა მოიცავს კვლევებს, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისა და მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების ადვოკატირებას.
გურიის სამოქალაქო ცენტრის ვებ-გვერდი - www.civicguria.ge
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია