რუსეთს არაერთხელ უწარმოებია საომარი მოქმედებები ჩვენს ქვეყანაში, ტერიტორიების ანექსია-ოკუპაციის მიზნით.
ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებულად მძიმე და მნიშვნელოვანი თარიღი 1921 წლის თებერვალია, როდესაც წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და დაამყარა კონტროლი ჩვენს სახელმწიფოზე.
გასაბჭოებას უამრავი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და მიუხედავად განვლილი ერთი საუკუნისა, საქართველოს 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო, მცოცავ ანექსიას კვლავ ეწირებიან უდანაშაულო მოქალაქეები.
რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა მხოლოდ სამხედრო აგრესია არ არის. პროპაგანდა და დეზინფორმაციის მავნებლური ტალღა აგრესორი სახელმწიფოს ბერკეტია, იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, ერთმანეთთან დააპირისპიროს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და გააყალბოს ისტორია.
შენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს როგორც საზოგადოების, ისე თითოეული მოქალაქის როლი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია