"ვფიქრობ, სამოქალაქო აქტივიზმი საზოგადოების გაჯანსაღების და გაძლიერების გასაღებია. ამგვარად იცვლება არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრება, არამედ ყველასი ერთად - უკეთესობისკენ, ახალი ცოდნით, გამოცდილებით და უნარ-ჩვევებით. შესაბამისად, ვხდებით თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს. ჯანსაღი პოლიტიკური იდეები და ღირებულებები სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაში ყალიბდება და მისი გაფართოება ისევ და ისევ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის განვითარების ხარისხსა და ტემპზე.” - ელენე ლეჟავა, საქართველოს მოქალაქე, 26 წლის.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია