25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი უმძიმესი დღეა. 101 წლის შემდეგაც კი არ იცვლება ოკუპანტთა სახე.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამჯერად კი უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიისაგან საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად.
1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სიმძიმეს მიხეილ ჯავახიშვილი საკუთარ უბის წიგნაკში აღწერს. „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითი-დღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ.“
1929-1930 წლის ჩანაწერები მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკიდან