en
ge

ნიკო ნიკოლაძე, კაცი რომელმაც ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა

ნიკო ნიკოლაძე, კაცი რომელმაც ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა

ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოღვაწეთაგან, რომლის სახელიც უკვდავების ღირსია და რომლის გაკეთებულ საქმეების ჩამოთვლას ტომეულები დასჭირდება.

ის იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული განათლებისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა.

ნიკომ საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაფრენის მიზეზად თქვა: „უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის მდიდარი, და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკი.'

ნიკო ნიკოლაძე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს.

ის იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. მოგვიანებით (1873 წელს) კი, მისი რჩევით, ჟენევაში დაარსდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება „უღელი“.

''- ნუ-თუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუ კი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ?

- თუ კი სხვის მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოცდილებას არ დავიმკვიდრებთ, ნუ-თუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს?

- ნუ-თუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ – ან შეეძლება ჩვენს ახალგაზრდობას – ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნოების განმავლობაში მოუგროვებიათ?

- ნუ-თუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა, სხვისი ცხოვრების გაცნობა?

- ნუ-თუ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი ჰქონდა?"


მსგავსი პოსტები