ინტერნეტით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებითა თუ სიძულვილის ენით მოსაუბრე ყალბი ანგარიშებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსული კანონი" ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათი საქმიანობის გამჭვირვალობა.
ეს ინფორმაცია მცდარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან დღესდღეობით, უკვე არსებობს საკმაოდ ბევრი ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას.
იხილეთ შესაბამისი ნორმატიული აქტების მცირე ჩამონათვალი:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის და მათი აკრძალვის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექს"
- საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
- საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“
- საქართველოს კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“
- „მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია
- საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“
- საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”
- ფინანსთა მინისტრის ბრძანება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“
- ფინანსთა მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“
- საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები
- საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”
არა - რუსულ კანონს! კი - ევროპას!
#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია