„უკრაინა არის უსამართლო ბრძოლაში, მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება.“ - "კახეთის ხმის" ინიციატივით კახეთში შეგროვდა 5000-მდე ჩურჩხელა, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გაეგზავნათ. ჩურჩხელას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ქართველ მებრძოლებს ატანდნენ, რადგან ომის წინა ხაზზე საკვების მოპოვება ძნელია.