„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ავტორები და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები საუბრობენ, რომ ინიციატივა ეფუძნება აშშ–ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA).
არ დაიჯეროთ. ეს მცდარია!!!
მოუსმინეთ მათ, ვინც უკეთესად იცის!!!
ამერიკულ კანონზე საუბრობს აშშ–ის ელჩი კერი დეგნანი, რომელიც აღნიშნავს, რომ „კანონი [უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, იგივე FARA], რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ეხება ლობისტებს, იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ, რათა მათ წარმოადგინონ ამ უცხო ქვეყანათა პოლიტიკური ინტერესი. შესაბამისად“.
არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შედარებით ანალიზში აღნიშნავს, რომ აშშ–ში მოქმედი კანონმდებლობა ფუნდამენტურად განსხვავდება საქართველოს პარლამენტში შეტანილი ინიციატივისგან.
• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.
• აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია
წყაროები: "ნეტგაზეთი", ewmi-activism.org