en
ge

"დედა ენა" მშობლებისთვის

"დედა ენა" მშობლებისთვის

უამრავი მითი არსებობს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე.

სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის დატუქსვას და მის მიმართ გამოხატულ აგრესიას შეიძლება აღმზრდელობითი დანიშნულება ჰქონდეს. სინამდვილეში, ეს ძალადობის გამართლებაა, რაც ბავშვს, პირიქით, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად აზიანებს.

 რა მიდგომები არსებობს ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობის შესაქმნელად, ამ და სხვა საკითხებზე იმშობლე მოგიყვებათ.

რა არის „იმშობლე“?

იმშობლე ონლაინ პლატფორმაა, რომელიც პოზიტიური მშობლობის მიდგომებს გასწავლის.

მისი შექმნელები ამბობენ, რომ „ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობენ, განსაკუთრებული მისია აკისრიათ, ამიტომ მათ ბავშვის აღზრდის პროცესში მხარდაჭერა სჭირდებათ“.

მხარდაჭერის მიზნით, ბავშვთა ფსიქოლოგებისა და ქცევის მეცნიერების მიერ შემუშავებული ეფექტური, არაძალადობრივი აღზრდის მეთოდებს მოიცავს პლატფორმა და მშობლებისთვის, ერთგვარ, დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.

პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა „მშობლების დედაენა“, ხელით მოხატული წიგნი, რომელიც ანბანის მიხედვით, გვიყვება ბავშვთა ძალადობის ფორმებზე. 

წიგნში შეტანილი სავარჯიშოები კი ეხმარება მშობლებს დაფიქრდნენ, როგორია მათი ამჟამინდელი მიდგომა და რა შეიძლება შეცვალონ, რომ მთავარი ამოცანა შვილების კეთილდღეობა ჰარმონიულად განვითარდეს. 

პარალელურად შეიქმნა „მშობლების დედაენის“ ონლაინ ვერსია, ანუ სასწავლო პროგრამა, რომელიც 5 თავს მოიცავს: „ძალადობის ფორმები“, „ცუდი და კარგი დამოკიდებულებები“, „გამონათქვამები“, „მითები და რეალობა“ და „პოზიტიური აღზრდა“. 

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საჭირო და სასარგებლო ონლაინ რესურსი მშობლებისთვის იმაზე, თუ როგორია სწორი აღზრდის, არაძალადობრივი მიდგომა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. 

საგანმანათლებლო რესურსი „იმშობლე“ შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

პროექტის პარტნიორები არიან: ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციის გუნდი (BISC Partners), არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT), შემოქმედებითი სააგენტო “ლივინგსტონი” (Leavingstone). #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები