საქართველოში დასაქმებულთა 88%–ს კუთვნილი შრომის ანაზღაურება სრულად ვერ მიაქვს სახლში. რატომ ფიქრობს ასე ღირსეული შრომის პლატფორმა.
ღირსეული შრომის პლატფორმის ანგარიშის – „საქართველოში მოპარული ხელფასის“ თანახმად
ანგარიში ეფუძნება პლატფორმის გამომთვლელის მონაცემებს, რომელიც 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167–მა დასაქმებულმა შეავსო.
რა არის „მოპარული ხელფასი“?
როცა დასაქმებულს კანონით კუთვნილ ხელფასს არ უხდიან. აღნიშნული მოიცავს სხვადასხვა სახის დარღვევეას, მათ შორისაა:
ფორმები დივერსიფიცირებულია დასაქმების სფეროების მიხედვით.
გამომთვლელის მონაცემების თანახმად – 2,789 დასაქმებული (მონაწილეთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.
საქართველოში „მოპარული ხელფასის“ ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. დასაქმებულთა 75.5% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე.
ღირსეული შრომის პლატფორმა არის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების ერთობა, რომლებიც საქარველოში შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.
პლატფორმის წევრები არიან შემდეგი ორგანიზაციები და პროფკავშირები: