en
ge

რა აწუხებს მოსახლეობას?

რა აწუხებს მოსახლეობას?

გაეცანით მოსახლეობის განწყობებს და მათ მიერ დასახელებულ პრობლემებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით.

საქართველოს მოსახლეობის მიერ დასახელებული ეროვნული და ადგილობრივი დონის გამოწვევები: 

• ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობამ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელა. 

• კვლევა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია. 

• კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და სიტყვის თავისუფლების ირგვლივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

• მოსახლეობამ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა განათლების დაბალი ხარისხი, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები. 

• მოსახლეობა წამლების საფასურს დიდ გამოწვევად მიიჩნევს. 

• დედაქალაქის მოსახლეობას სოციალური საკითხებიდან ყველაზე მეტად გზების სისუფთავე, კომუნალური გადასახადები და უსახლკარო ცხოვლები აწუხებს. 

• რეგიონებში მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებად წყლის მომარაგება, კანალიზაცია და გზები დასახელდა. 

გაეცანით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას სრულად და გაიგეთ მეტი რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა. 

მსგავსი პოსტები