en
ge

აქტივისტები მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოდან

აქტივისტები  მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოდან

აქტივიზმს არც სქესი აქვს და არც პროფესია, ასე იყო მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოში.

თბილისთან და ქუთაისთან ერთად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პატარა ქალაქებშიც იკიდებდა ფეხს ქალთა აქტივიზმი. მათ შორის გამორჩეულია ხონის ქალთა წრე.განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ეკატერინე ბახტაძე, რომელიც ქალთა წრის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ხონის ქალთა წრე საქმიანობის მრავალფეროვნებით და გამოკვეთილი ღირებულებებით გამოირჩეოდა – მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა წახალისება.

წრე ასამდე ქალს აერთიანებდა, რომლებიც ყოველ შაბათს საღამოს იკრიბებოდნენ.

შეკრებების განრიგი კი ასეთი ჰქონდათ: – პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ქალთა საერთაშორისო მოძრაობას, პოლიტიკურ–სოციალურ მდგომარეობას, ხელოვნებას, ლიტერატურას და მას ლექცია საუბრის სახე ჰქონდა. შეხვედრის ამ ნაწილს ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები უძღვებოდნენ. მეორე ნაწილი ხელსაქმეს ეთმობოდა – ჭრა–კერვა, ქარგვა. ხელსაქმეს გამოცდილი ოსტატები ასწავლიდნენ. მესამე ნაწილი უფრო მხიარული იყო, ჩაისთან ერთად ბაასი საჭირბოროტო საკითხებზე და მომავალ გეგმებზე.

კლუბის წევვრები, ხონის ბაღში ხშირად აწყობდნენ კულტურულ ღონისძიებებს. ბილეთების გაყიდვიდან და წრის ყველანაირი საქმიანობიდან შემოსული თანხა ღარიბი სტუდენტებისა და მოსწავლეების განათლებას ხმარდებოდა.

წყარო: ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში

მსგავსი პოსტები