en
ge

აქტივისტები და ცვლილებები

აქტივისტები და ცვლილებები

მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" 2018 წელს გამოჩნდა. აქტივისტები ყვითელი სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ჩანაცვლებას ითხოვდნენ, ქალაქში გამონაბოლქვის შესამცირებლად. ახლა კი უკვე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად, ჰაერის, საკვებისა და წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად იბრვიან. " დაარსებიდან დღემდე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობდა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გამოსასწორებლად და, მიუხედავად მძიმე ზოგადი ფონისა, არც 2021 წელი იყო გამონაკლისი. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფდი: 

  • 2021 წელსვე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებაზე. თებერვლის ბოლოს 25,000 ხელმოწერის შეგროვებას დავიწყებთ, ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვის სისტემური შემცირებისათვის.
  • თბილისის მასშტაბით გავაჩერეთ 10 უკანონო მშენებლობა.
  • ჩვენი საიტისთვის 300-მდე სტატია არის მომზადებული უცხოეთში მიმდინარე მოვლენების ქართული საზოგადოებისთვის გასაცნობად,
  • 2021 წელს დავბეჭდეთ ეკო რჩევების წიგნის პირველი ნაწილი და სკოლებში შევიტანეთ.
  • ჩვენი საქმის მნიშვნელოვანი ასპექტია ინფორმაციის გავრცელებაც - სოციალური ქსელების დახმარებით 3 მილიონამდე ადამიანს მივაწვდინეთ ჩვენი ხმა.
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩავატარეთ 1 გამწვანების, 6 დასუფთავების და 15 საპროტესტო აქცია,
  • წელი კი დავასრულეთ საახალწლო კამპანიით, რომლითაც 95 ბენეფიციარს დავეხმარეთ საქართველოს მასშტაბით. " - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე.


მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ახლა 50 მოხალისეს და ათასობით თანამოაზრეს აერთიანებს. ცვლილებებსაც მოხალისეთა ადამიანური რესურსითა და გულშემატკივართა ფინანსური დახმარებით ახორციელებენ. 

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ ადამიანს აქვს იმის რესურსი, რომ ხელი შეუწყოს ცვლილებების ჯაჭვის დაწყებას"

მსგავსი პოსტები