en
ge

რას გვასწავლის ისტორია

რას გვასწავლის ისტორია

ყველა პასუხი სწორია!!!

"სადაც არ არის ეროვნული თავისუფლება, იქ ადამიანებს არ შეუძლიათ წინსვლა, იქ ისინი უფრო ეცემიან, ირყვნებიან, მახინჯდებიან გონებით, გლახაკდებიან სულით." - არჩილ ჯორჯაძე (1872-1913).

"როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო." - იაკობ გოგებაშვილი (1840-1912).

"გამხმარია, ხმელია ის საზოგადოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას." - ვაჟა-ფშაველა (1861-1915).

 "ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს." - ილია ჭავჭავაძე (1837-1907).

#გაიზიარეპასუხისმგებლობა #ესქვეყანაშენია


მსგავსი პოსტები