ყოველი დღე სიკეთის კეთების ახალი შესაძლებლობაა – ასეთია ორბელიანი–საქართველოს კამპანიის მიზანი. იგი ერთგვარი შეხსენებაც არის, რომ ადამიანებმა გასცენ მეტი: სიკეთე, ზრუნვა, სითბო, ღიმილი...
„ორბელიანი” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ.
რასაცა გასცემ შენია... – ასეთია კამპანიის დევიზი.
ჩვენ მოგიყვებით ამბავს მე–19 საუკუნეში მოღვაწე ადამიანებზე, რომლებმა შოთა რუსთაველის აფორიზმით იცხოვრეს და უკვდავი პოემის, უნიკალური გამოცემა დაგვიტოეს.
„ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემას „ქართველიშვილისეულს“ უწოდებენ.
ვინ იყო გიორგი ქართველიშვილი?
მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის ხელმისაწვდომი, ცნობილია ის, რომ იგი სავაჭრო საქმის უბადლო მცოდნე, ცნობილი მეწარმე და მეცენატი იყო, რომელმაც ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
მე–19 საუკუნის 80–იან წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემაზე დაიწყო ფიქრი და მისი ინიციატივით კომისიაც შეიქმნა, რომელსაც პოემის ტექსტის ვარიანტების შეჯერება–დადგენა დაევალა. კომისიაში შედიოდნენ ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეურნარგია.
წიგნისთვის ქართველიშვილმა ახალი შრიფტი გამოიწერა, სხვადასხვა ქართული ორნამენტები შეაროვა წიგნის გასაფორმებლად. წიგნის დასასურათებლად კი მიხაი ზიჩი მოიწვიეს, რომელიც უსასყიდლოდ დათანხმდა ამ წამწყებას. მას გიორგი ქართველიშვილმა სახელოსნო საკუთარ სახლში მოუწყო.
მიხაი ზიჩს 14 ილუსტრაცია შეუკვეთეს, თუმცა მან გაცილებით მეტი – 34 ილუსტრაცია შექმნა. 27 ილუსტრაციით გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ 1888 წელს გამოიცა. ფინანსური პასუხისმგებლობა მთლიანად გიორგი ქართველიშვილმა იტვირთა. წიგნის სრული ტირაჟი კი საქართველოს წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საჩუქრად.
რასაცა გასცემ, შენია... გაიზიარე წინაპრების ტრადიცია, გაეცი რისი გაცემაც შეგიძლია...