კოდისწყარო შიდა ქართლში ერთ–ერთი ძველი და გამყოფ ხაზთან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე სოფელია. „სიხარულით გიზიარებთ, რომ წლების მანძილზე პირველად, კოდისწყაროს ყოფილ კულტურის კლუბში კინოჩვენებას ვუმასპინძლებთ“, ასე ეპატიჟებიან კოდისწყაროელებს ორგანიზატორები.
ასეთივე აფიშები გაჩნდა გორის სოფელ ბეთლემში, ბოლნისში, თეთრიწყაროს სოფელ სამშვილდესა და ამბროლაურში...
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, საერთო იდეების ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მოწყენილობის შეემსუბუქებინათ.
შექმნეს „ ქსელი“ და პირველი ერთობლივი ნაბიჯებიც გადადგეს – შეარჩიეს ის ადგილები, სადაც დიდიხანია კულტურული ღონისძიებები არ გამართულა და ფუნქციადაკარგულ თუ მიტოვებულ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში ერთობლივი კინოჩვენებები წამოიწყეს.
ფუნქციაშეცვლილი თუ უფუნქციო შენობების კვირეულის ფარგლებში გაცოცხლებით, ორგანიზატორები წარსულის დაბრუნებას კი არა, მომავლის დანახვას ისახავენ მიზნად.
საქართველოს დიდი ქალაქებისგან განსხვავებით ზოგიერთ რეგიონულ ცენტრში და განსაკუთრებით კი, სოფლებში თითქმის ხელმიუწვდომელია მრვალფუნქციური, შემოქმედებითი სივრცეები, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებს თვითგანვითარების, თუნდაც მოწყენილობისა და დასვენების საშუალებას მისცემს. სწორედ ასეთი სივრცეების შექმნას ცდილობენ „ ქსელის“ წევრები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
ვინ არიან ქსელის წევრები?
სხვადასხვა ორგანიზაციაში და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თემში ცვლილებები შეიტანონ და თუნდაც მცირედით უკეთესი გახადონ ცხოვრება.
მაშ ასე, გაიცანით: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი , რაჭის სათემო ორგანიზაცია, კომლი – თანაშექმნის სივრცე, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის; .
#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია