რა არის მშრალი ჭრა და რატომ არის იგი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში? გაიგე მეტი.
მშენებლობისას ერთ–ერთი სახიფათო მეთოდი ქვის მშრალი ჭრაა, რომლის გამოყენებისას დიდი რაოდენობით მტევრი გამოიყოფა. ქვის შრალი ჭრისას, ამ საქმის შემსრულებლის და იქვე ახლოს მყოფი ადამიანების სასუნთქ გზებში კვარციანი მტვერი ხვდება. ამ მტვერის ხშირად შესუნთქვამ შეიძლება სასუნთქი გზების მძიმე დაავადებები გამოიწვიოს.
აშშ–ის სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის (OSHA) მიერ დადგენილ დასაშვებ ნორმას 10–ჯერ აღემატება ბეტონის ბლოკების და ფილების მშრალი ჭრის შემთხვევაში გამოყოფილი მტვერი.
რა ვითარებაა ჩვენთან?
ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც მშრალი ჭრა სამართალდარღვევას წარმოადგენს და დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც ითვალისწინებს. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ 2019 წლიდან სწავლობს საკითხს და მათი მონიტორინგის შედეგების მიხედვით დღემდე გამოვლენილია 200–ზე მეტი მშრალი ჭრის შემთხვევა, რომელთა უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ჭრის ინიციატორთა ნაწილი დაჯარიმდა ან გაფრთხილება მიიღო. მოძრაობამ მარტო ნოემბრში 31 ასეთი შემთხვევა გამოავლინა და 31 ვიდეო მიაწოდა შესაბამის უწყებებს, აქედან 25 ობიექტი დაჯარიმდა. #არაქვაჭრა – ასე ჰქვია კამპანიას, რომელსაც მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ აწარმოებს და მისი მიზანია მშრალი ჭრის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი მონაწილეობა მონიტორინგის პროცესში. თვალი ადევნე და შეუერთდი მოძრაობის ინიციატივას, რათა ერთად გავხადოთ გარემო ყველასთვის უსარფხთო.